საქართველო-შოტლანდია | შეარჩიეთ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა თქვენი გემოვნებით #1TVSPORT
საქართველო-შოტლანდია | შეარჩიეთ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა თქვენი გემოვნებით #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა მატჩს თბილისში შოტლანდიის წინააღმდეგ 16 ნოემბერს გამართავს. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება, რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ყველა პოზიციაზე იმდენი საინტერესო ფეხბურთელია, სასტარტო თერთმეტეულის შერჩევა იოლი არ იქნება.

გთავაზობთ ინტერაქციულ მოედანს, რომელზეც თავად შეგიძლიათ, შეიყვანოთ თქვენთვის სასურველი ფეხბურთელი. გამოსცადეთ საკუთარი თავი, დაიმახსოვრეთ თქვენი შემადგენლობა და შეადარეთ ვილი სანიოლის ვერსიას, რომელსაც ის უშუალოდ მატჩის წინ გამოაქვეყნებს.