საქართველო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრაზე მეოთხე კალათაში იქნება

14:05, 19.11.2020

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრისთვის კალათების შემადგენლობები:

I კალათა – ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები;

II კალათა – შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი;

III კალათა – რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდილოეთ ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი;

IV კალათა – ბოსნია, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, საქართველო, ლუქსემბურგი;

V კალათა – სომხეთი, კვიპროსი, ფარერები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ლიეტუვა, ლატვია, ანდორა;

VI კალათა – მალტა, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო.

წილისყრა 7 დეკემბერს ონლაინ-რეჟიმში გაიმართება.

მსგავსი