ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები კლაიპედაში მასპინძელ ლიტვასთან – 20:24 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, ჩვენმა გუნდმა თითქმის ანალოგიური ანგარიშით წააგო ლატვიასთან (21:24) და ახლა, მაქსიმუმ, ჯგუფში მესამე ადგილისთვის თუ იბრძოლებს. ბოლო ტურში კვირას, 16:30 წუთზე საქართველო ისრაელს მესამე ადგილისთვის შეხვდება. პირველობას და პლეი ოფის საგზურს ერთმანეთში ლიტვა და ლატვია გაითამაშებენ.
ლიტვასთან მატჩის მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში საქართველოს ნაკრები ლიდერის რანგში იყო, ერთხელ კი სამი ბურთით გავიდა წინ – 10:7. ამის შემდეგ, მასპინძლებმა მაქსიმალური მობილიზაცია შეძლეს და ჯერ ანგარიში გაათანაბრეს (10:10), შემდეგ კი პირველად წინ გასვლაც მოახერხეს. ლიტვამ ტაიმი 12:11 მოიგო.
მეორე ტაიმში საქართველო ბოლოჯერ იყო დაწინაურებული (14:13), რის შემდეგაც, ზედიზედ სამჯერ დაკარგა ბურთი. ამ შეცდომებმა ლიტველთა ოთხი ბურთით დაწინაურება გამოიწვია (19:15). ამ დარტყმის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა შეძლო გაბრძოლება და თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე, სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა (18:19).
საქართველოს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ძელს მოარტყა ბურთი და ეს საბედისწერო მომენტი აღმოჩნდა. ლიტვა ზედიზედ ხუთჯერ გაიტანა და თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო.
საქართველო-ლიტვა 20:24
საქართველო: თევზაძე, ხანდოლიშვილი – ჩიქოვანი (6), მსხვილიძე (3), წითელიშვილი (3), ორჯონიკიძე (3), ჭანტურია (2), ცხოვრებაძე (1), რუსტამოვი (1), დიხამინჯია (1), დათუკაშვილი, სტურუა, ლაპიაშვილი, გრიშიკაშვილი, აბრამიშვილი.