საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა თასზე პირველ საშინაო შეხვედრას 9 სექტემბერს გამართავს – „ჯვაროსნები“ „დინამო არენაზე“ ლატვიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირებიან. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველო – ლატვიის თამაშის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში უკვე დაიწყო. გულშემატკივარს მისი შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე www.tkt.ge/geovlat შეუძლია.
ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარი ღირს, ფიზიკური გაყიდვა კი „დინამო არენის“ სალაროებში 1 სექტემბრიდან დაიწყება.