საქართველო ხელბურთში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს
საქართველო ხელბურთში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

3-11 აგვისტოს საქართველო ხელბურთში 17 წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირში, რომელიც თბილისში გაიმართება, მონაწილეობას სერბეთი, უკრაინა, შვეიცარია, ფინეთი, ლიტვა, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები, საბერძნეთი, ლატვია და სართველო მიიღებენ.

ჩემპიონატში მონაწილე ჩვენი ქვეყნის ნაკრების წარდგენა დღეს ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა. შეხვედრაზე ასევე ჩემპიონატის ლოგოს კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. ჟიურის წევრებმა საუკეთესო ლოგოს ავტორად თეონა ოთხოზორია დაასახელეს.

ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები, 17 წ. 3-11 აგვისტო, თბილისი.

A ჯგუფი: სერბეთი, ბულგარეთი, უკრაინა, ფარერები, საბერძნეთი
B ჯგუფი: ლიტვა, ფინეთი, შვეიცარია, საქართველო, ლატვია

3 აგვისტო: ლიტვა – საქართველო,
4 აგვისტო: საქართველო – ფინეთი
5 აგვისტო: საქართველო – ლატვია
8 აგვისტო: შვეიცარია – საქართველო
10 აგვისტო: ნახევარფინალი
11 აგვისტო, ფინალი