თბილისის სპორტის სასახლეში MMA-ში IFC-ის ღონისძიება გაიმართა. გერმანული ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ ივენთში ქართველი და უცხოელი მებრძოლები მონაწილეობდნენ.
გულშემატკივარებმა 9 დაპირისპირება იხილეს. მთავარი ბრძოლები საქართველოს წარმომადგენლების გამარჯვებით დასრულდა – მეტოქეების დამარცხება გიორგი ქართველიშვილმა, ხამად გუნაევმა და გიორგი ლობჯანიძემ შეძლეს.
IFC-ის ივენთი საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა, პირველი ღონისძიება თბილისში ივნისში გაიმართა. ქართველი მებრძოლების წარმატების ფონზე გერმანულ ორგანიზაციაში გადაწყვიტეს, რომ საქართველომ IFC-ის ივენთებს რეგულარულად უმასპინძლოს.
IFC-ის მორიგი ღონისძიება თბილისის სპორტის სასახლეში 7 დეკემბერს გაიმართება.