ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა და 332 ქულით ყატარს გაუტოლდა. ჩვენი ეროვნული გუნდი ამჟამად 101-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდი 24 და 27 მარტს, საკუთარ მოედანზე ჩაატარებს ამხანაგურ მატჩებს ლიტვისა და ესტონეთის ნაკრებებთან.
რაც შეეხება ფიფას რეიტინგის TOP10-ს, ის გასული ერთი თვის განმავლობაში უცვლელი დარჩა:
1. გერმანია – 1 609
2. ბრაზილია – 1 489
3. პორტუგალია – 1 360
4. არგენტინა – 1359
5. ბელგია – 1 337
6. პოლონეთი – 1 228
6. ესპანეთი – 1 228
8. შვეიცარია – 1 197
9. საფრანგეთი – 1 185
10. ჩილე – 1 161