საქართველო-ფარერების ახალგაზრდულს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებს
დღეს, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს. მთავარი მწვრთნელის რანგში გია ცეცაძისთვის ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება – საქართველო ფარერების ნაკრებს უმასპინძლებს.
შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟის თაობაზე მოლაპარაკება რამდენიმე ტელევიზიასთან მიმდინარეობდა. ახლახანს კი ფეხბურთის ფედერაციის ”ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა ცნობა, რომ რეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებს.
დღევანდელი მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება – გუნდები და გულშემატკივრები ცხინვალის იზოლატორში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივს მიაგებენ.