საქართველო ევროშესარჩევის ეტაპს უმასპინძლებს - 17-წლამდელთა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველო ევროშესარჩევის ეტაპს უმასპინძლებს - 17-წლამდელთა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები 25 ოქტომბრიდან საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს გამართავს, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს.

17-წლამდე ნაკრები, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას იწყებს. გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ჯგუფში – ისრაელს, ინგლისსა და ლიეტუვას დაუპირისპირდება.

გუნდში ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელი მიიწვიეს – გიგი გოგია, რომელიც „ფლიტვუდ თაუნის“ აკადემიაში თამაშობს. ნაკრების საბაზო გუნდი „დინამო თბილისის“ აკადემიაა, საიდანაც გიორგი ხიზანიშვილმა 15 ფეხბურთელი მიიწვია, ხოლო „საბურთალოს“ აკადემიიდან – 5.

17-წლამდელები, მესამე ჯგუფის პირველ მატჩს 25 ოქტომბერს, 18:00 საათზე, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ისრაელის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

25 ოქტომბერი. 18:00

საქართველო V ისრაელი

28 ოქტომბერი. 18:00

საქართველო V ინგლისი

31 ოქტომბერი. 18:00

საქართველო V ლიეტუვა

U17-ის შემადგენლობა:

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), მათე საური (დინამო თბილისი).

მცველები: დავით ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ნიკა ბენდიანიშვილი, რატი გრიგალავა (ყველა – დინამო თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი (ორივე – საბურთალო), თორნიკე მინდიაშვილი (ჰორტა, ესპანეთი), გიგი გოგია (ფლიტვუდ თაუნი, ინგლისი), გიორგი გოგატიშვილი (ლოკომოტივი თბილისი).

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუბუტეიშვილი, ავთო მაშავა, დანიელ ქვარცხავა, საბა სამუშია, თემურ ოდიკაძე, ვახო სალია (ყველა – დინამო თბილისი), დათა ინაიშვილი, საბა გეგუჩაძე, გიორგი გოგსაძე (სამივე – საბურთალო).

თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია (დინამო თბილისი), გიორგი ხინთიბიძე (კოლხეთი 1913).