საქართველო-ესტონეთი | ჩვენი ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია - სვანაძემ კვირკველია ხოჭოლავათი შეცვალა
საქართველო-ესტონეთი | ჩვენი ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია - სვანაძემ კვირკველია ხოჭოლავათი შეცვალა

ცნობილი გახდა შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო, მე-6 ტურის შეხვედრას ჩაატარებს ესტონეთის წინააღმდეგ.

თამაშის წინ გუნდს დააკლდნენ თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. მათ არყოფნაში, ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შემდეგი თერთმეტეული შეარჩია.

ლორია – კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ტაბიძე – კანკავა, კვეკვესკირი – დავითაშვილი, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე – კაჭარავა

როგორც ხედავთ, სვანაძემ საბა კვირკველია დათა ხოჭოლავათი შეცვალა, ხოლო მარცხენა ფლანგზე ჯიმი ტაბიძე დააყენა.

საქართველოსა და ესტონეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება 18 ნოემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.