საქართველო-დანიის ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია - ქვილითაია ძირითადში, გვილია და ლობჟანიძე სათადარიგოებში
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში დანიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ ჩატარდება.
„ჯვაროსნებისა“ და დანიის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა, ვლადიმირ ვაისმა და იონ დალ ტომასონმა გუნდის ძირითადი შემადგენლობები დაასახელეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
გიორგი ლორია – გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, გია გრიგალავა – ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, ჯანო ანანიძე, გიორგი აბურჯანია, – ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი.
სათადარიგოები: გიორგი მაკარიძე, ლაზარე კუპატაძე, მურთაზ დაუშვილი, საბა ლობჟანიძე, ლევან ხარაბაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ვაკო გვილია, ხვიჩა კვარაცხელია, ლევან შენგელია
დანიის ნაკრების შემადგენლობა:
კასპერ შმეიხელი – ჰენრიკ დალსგორი, სიმონ კიაერი, ანდრიას კრისტიანსენი, იენს სტრუგერ-ლარსენი – მარტინ ბრეითვეიდი, პიერ-ემილ ჰეიბერგი, კრისტიან ერიკსენი, ტომას დილეინი – იუსუფ პოულსენი, კასპერ დოლბერგი.
სათადარიგოები: იესპერ ჰანსენი, დანიელ ივერსენი, ანდერს კრისტიანსენი, იოაჰიმ ანდერსენი, იონას კნუდესნი, რობერტ სკოვი, კრისტიან გიუტკერი, მათიას იორგენსენი, ლუკას ლერაგერი, დანიელ ვასი, ლეს შონე, ფილიპ ბილინგი
მთავარი არბიტრი: ფრანსუა ლეტესიე (საფრანგეთი).
საქართველოსა და დანიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირების ტელერეპორტაჟს „დინამო არენადან“ საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.