საქართველო-დანიის მატჩის ბილეთები იყიდება – ორი ტელერეპორტაჟი პირველ არხზე
საქართველო-დანიის შეხვედრაზე ბილეთების გაყიდვა „დინამო არენის“ სალაროებში უკვე დაიწყო. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩის ბილეთების ყიდვა სტადიონის სალაროებში 11:00-დან 19:00 საათამდეა შესაძლებელი.
ბილეთების ონლაინ რეჟიმში შეძენა (TKT.ge) 25 აგვისტოდან მიმდინარეობს. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.
8 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის “დინამო არენაზე”, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრაში დანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მანამდე, 5 სექტემბერს, 17:30 საათზე, სტამბოლში, ბაშაქშეჰირის სტადიონზე საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში კორეას შეხვდება.
საქართველოს ნაკრების ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.