საქართველო და ყაზახეთი ევროტურნირებზე - საკლუბო დაპირისპირების სამწუხარო ისტორია #1TVSPORT
ქართული და ყაზახური კლუბები ევროტურნირებზე მეათედ შეხვდნენ ერთმანეთს და ეს ისტორია ჩვენს სასარგებლოდ ნამდვილად არ არის.
ჯამში ყაზახურმა და ქართულმა კლუბებმა 19 მატჩი ჩაატარეს. მათ ანგარიშზე 12 გამარჯვება, ქართულმა კლუბებმა ორჯერ მოიგეს და ხუთი მატჩი ფრედ დასრულდა – გოლების სხვაობა 29:10.
სამწუხაროდ, მეათე დაპირისპირებაც ნაცნობი სცენარით ვითარდება – „აქტობემ“ „ტორპედო“ ქუთაისში დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა და ფაქტობრივად, მესამე ეტაპზეა გასული.
საქართველო – ყაზახეთის საკლუბო დაპირისპირებები ევროტურნირებზე
2007 ინტერტოტოს თასი
ზესტაფონი – ტობოლი (კოსტანაი) 2:0, 0:3;
2007/08 ჩემპიონთა ლიგა
ასტანა – ოლიმპი (რუსთავი) 3:0, 0:0
2010/11 ჩემპიონთა ლიგა
ოლიმპი (რუსთავი) – აქტობე 1:1, 0:2
2011/12 ევროპის ლიგა
ირტიში (პავლოდარი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:2, 1:1
2012/13 ევროპის ლიგა
აქტობე – ტორპედო (ქუთაისი) 1:0, 1:1
2014/15 ჩემპიონთა ლიგა
აქტობე – დინამო (თბილისი) 3:0, 1:0
2018/19 ევროპის ლიგა
ტობოლი (კოსტანაი) – სამტრედია 2:0, 1:0
ევროპის ლიგა 2019/20
ტორპედო (ქუთაისი) – ორდაბასი (შიმკენტი) 0:2, 0:1
ჩემპიონთა ლიგა 2023/24
დინამო (თბილისი) – ასტანა 1:2, 1:1.
კონფერენს ლიგა 2023/24
ტორპედო – აქტობე 1:4
სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი არასტაბილურ გარემოს, ომების და ეკონომიკური პრობლემების გამო, ქართულმა კლუბებმა ვერ შეინარჩუნეს ის დონე, რომელიც თავის დროზე თბილისის „დინამოს“ და სხვა ლიდერ გუნდებს ჰქონდათ.
საბჭოთა პერიოდში კი „დინამო“ ყაზახეთის წარმომადგენელ ალმატის „ყაირატთან“ უდიდეს უპირატესობას ფლობდა – 42 მატჩიდან ნახევარი, 21 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და ექვსი წააგო, ბურთების სხვაობა კი 57:33-ზე იყო.