ერთა ლიგაზე C4 ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრას საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებებს შორის 33 წლის ნორვეგიელი ესპეს ესკოსი განსჯის.
ესკასის თანაშემწეები იქნებიან კიმ თომას ჰაგუნდი და იან ერიკ ენგანი, მეოთხე მსაჯად კი უეფა-მ როჰიტ საგი დანიშნა. მსაჯთა დამკვირვებელი ფერენც სეკელი უნგრეთიდანაა, ხოლო უეფა-ს დელეგატი – მოლდოველი სერგეი ლისნიკი.
ესკოსი დაიბადა 1988 წლის 24 ივნისს დედაქალაქ ოსლოს დასავლეთით 20 კილომეტრში მდებარე ჰასლუმში. ის საერთაშორისო მსაჯი 2017 წლიდანაა. მაგრამ აქამდე ძირითადად 17 და 19-წლამდელების ევროპის საკვალიფიკაციო მატჩებზე ნიშნავდნენ. თუმცა ნორვეგიაში მას პროგრესირებად მსაჯად მიიჩნევენ. 2019 წელს დაიწყო ევროპის ლიგის ჯგუფების მატჩების მომსახურების უფლება, მაგრამ უეფა მას ძირითადად საკვალიფიკაციო ეტაპს ანდობდა.
ეროვნული ნაკრების დონეზე მისი დებიუტი 2019 წელს შედგა ევროპის საკვალიფიკაციო მატჩში ლატვიასა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის. ორი წლის წინ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალი წაიყვანა. მისი კერპები ბოლო წლების საუკეთესო ნორვეგიელი მსაჯები არიან – რუნე პედერსენი, ტერ ჰაუგე და ტომ ჰენინგ ჰოვრებიო.
როგორც ნებისმიერი ნამდვილი ნორვეგიელი, ესკოსსაც თავისუფალ დროს უყვარს თხილამურებით სრიალი და ზაფხულში ქაშაყის დაჭერა.