ფრე ბულგარეთთან - 10 ქულით საქართველო ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში შინ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ქულა მოიპოვა 0:0.
ფაქტები
- საქართველოს ნაკრების წაუგებელი სერია 9 მატჩამდე გაიზარდა. სერია გასულ წელს კოსოვოსთან სტუმრად მოგებით დაიწყო და ბულგარეთთან დღევანდელი მატჩით გრძელდება.
- ეს იყო საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრებში (სულ 8) მეორე ფრე. გუნდებმა პირველადაც 0:0 ითამაშეს – 2008 წლის 15 ოქტომბერს.
- 2021 წლის ნოემბერში გამართული 8 მატჩიდან საქართველოს ნაკრებს 7-ში გოლი არ გაუშვია.
მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:
საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გამოცხადებას ტრიბუნები ასე აჰყვნენ:
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბევრს უტევდა – ფლანგებიდან და ცენტრიდან ხშირი იყო საჯარიმოში ბურთის ჩაკიდების მცდელობა, მაგრამ მცველები საიმედოდ თამაშობდნენ, ჩვენს შემტევებს კი ბოლო მომენტში დროული გადაწყვეტილების მიღება უჭირდათ.
0:0 პირველი ტაიმის შემდეგ.
ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე რეალური საგოლე მომენტი 62-ე წუთზე შექმნა, მაგრამ ჯერ მეკარესთან მარტო დარჩენილმა კვარაცხელიამ ზუსტად ვერ დაარტყა, მერე კი ახლოდან შანსით მიქაუტაძემ ვერ ისარგებლა. მატჩის ბოლოს გატანას ზივზივაძე ცდილობდა და მისი შეტევაც უშედეგოდ დასრულდა.
მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მთელი ძალით შეუტია, მომენტები ისევ შექმნა, მაგრამ საბოლოოდ, მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს 0:0. ერთა ლიგის ც4 ჯგუფში 4 ტურის შემდეგ საქართველომ 10 ქულა დააგროვა და ისევ ლიდერია.
საქართველო – ბულგარეთი 0:0
საქართველო: ლორია – კაშია, ხოჭოლავა, დვალი – ლობჟანიძე, მექვაბიშვილი (63. დავითაშვილი), კვეკვესკირი, აზაროვი (63. კიტეიშვილი) – ყაზაიშვილი (52. წიტაიშვილი), მიქაუტაძე (80. ზივზივაძე), კვარაცხელია
სათადარიგოები: მამარდაშვილი, კუპატაძე, კაკაბაძე, გიორბელიძე, აბურჯანია, კობახიძე, ჩაკვეტაძე, მამუჩაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
ბულგარეთი: მიხაილოვი – ტურცევი, ჩორბაჟინსკი, გალაბოვი, ნედიალკოვი – მ. მინჩევი (85. ჩოჩევი), კოსტადინოვი, მილანოვი, კრაევი – ა. ილიევი (51. გ. მინჩევი), სტეფანოვი (65. მალინოვი)
სათადარიგოები: ვუცოვი, დიულგეროვი, ა.ჰრისტოვი, ვ.პოპოვი, ფ. კრასტევი, იორდანოვი, პ. ჰრისტოვი,
მთავარი მწვრთნელი: გეორგი ივანოვი
მთავარი არბიტრი: ესპეს ესკოსი (ნორვეგია)
გაფრთხილება: მინჩევი (54), დავითაშვილი (67), გალაბოვი (75)