საქართველო-ბელარუსს ჩაქირი განსჯის - საქართველოში ვიდეორეფერი პირველად იმუშავებს
საქართველო-ბელარუსს ჩაქირი განსჯის - საქართველოში ვიდეორეფერი პირველად იმუშავებს

საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას, რომელიც 8 ოქტომბერს თბილისის „დინამო-არენაზე“ გაიმართება, თურქი მსაჯების ბრიგადა განსჯის.

მთავარი მსაჯი ფიფა-ს არბიტრი, გამოცდილი ჯუნეით ჩაქირი იქნება, რომელსაც ყველა მნიშვნელოვანი საერთშორისო ტურნირზე უმსაჯია – 43 წლის არბიტრს მისივე თანამემამულეები დაეხმარებიან.

აღსანიშნავია, რომ უეფა საქართველოში პირველად გამოიყენებს VAR– ის მსაჯების სამსახურს. ამ როლში აბდულქადირ ბიტიგენი და ჰუსეინ გოჩეკი იმუშავებენ.

ჩაქირმა ფიფა-ს არბიტრის სტატუსი 2006 წელს მიიღო. ჩაქირს უმსაჯია ევროპის ჩემპიონატი (2012), სადაც მოემსახურა ნახევარფინალურ მატჩს პორტუგალიასა და ესპანეთს შორის.

2015 წლის 6 ივნისს თურქმა არბიტრმა განსაჯა ჩემპიონთა ლიგის ფინალი „იუვენტუსსა“ და „ბარსელონას“ შორის და გახდა პირველი თურქი მსაჯი, რომელსაც უეფა-მ ამ დონის მატჩი მიანდო.

8 ოქტომბერს საქართველოს და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.