საქართველო - აზერბაიჯანის მატჩს ფრანგი, შვეიცარიელი და ხორვატი არბიტრები განსჯიან #1TVSPORT
უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდიდან ცნობილი გახდა იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის ევრო 2022-ის D ჯგუფის გახსნის მატჩს განსჯიან.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მომსახურე სამი არბიტრი სამ ქვეყნას წარმოადგენს. უეფა-ს ინფორმაციით, მატჩის პირველ მსაჯად სედრიკ პელისიე (საფრანგეთი) დაინიშნა, მეორედ – დანიელ მატკოვიჩი (შვეიცარია), ხოლო მესამედ – ნიკოლა იელიჩი (ხორვატია).
ევრო 2022-ის D ჯგუფში პირველ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები აზერბაიჯანთან ხვალ, 22 იანვარს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს, ისევე როგორც ევრო 2022-ის გადამწყვეტი ეტაპის მატჩებს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.