საქართველო ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ავსტრიაში შეკრებაზე იმყოფება. გიორგი მიქაძის გუნდმა სტუმრად პირველი ამხანაგური მატჩი მასპინძლებთან ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი ბურთი პირველ ტაიმში გავიდა. 39-ე წუთზე თავი გოლი იუსუფ დემირმა გამოიჩინა.
გიორგი მიქაძემ ავსტრიელებთან ასეთი შემადგენლობა დააყენა: ხარშილაძე, მორჩილაძე, ჭინჭარაული, იაკობიძე, კვარაცხელია, ერაძე, დევდარიანი, ოსიყმაშვილი, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, ომარაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: კოკაია, მირზიკაშვილი, ლომინაძე, ოგბაიძე, ხვედელიძე, ტორონჯაძე, ქოჩაკიძე.
მეორე ამხანაგურ მატჩს გუნდები 7 მარტს ჩაატარებენ.