მარტში ლიტვასთან (4:0) და ესტონეთთან (2:0) მოგებული ამხანაგური მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) რეიტინგში ხუთი საფეხურით მაღლა აიღწია და პირველ ასეულში შეაღწია. ამჟამად, ვლადიმირ ვაისის გუნდი 362 ქულით 96-ე ადგილზეა.
რაც შეეხება განახლებული რეიტინგის პირველ ათეულს, შემადგენლობა უცვლელი დარჩა, თუმცა გუნდებს შორის გადაადგილებები მოხდა. მაგალითად, ორი ადგილი მოიგო და პირველ სამეულში შეაღწია ბელგიის ნაკრებმა.
ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1(1). გერმანია – 1533
2(2). ბრაზილია – 1384
3(5). ბელგია – 1346
4(3). პორტუგალია – 1306
5(4). არგენტინა – 1254
6(8). შვეიცარია – 1179
7(9). საფრანგეთი – 1166
8(6). ესპანეთი – 1162
9(10). ჩილე – 1146
10(6). პოლონეთი – 1118