საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩის ბილეთები ონლაინ რეჟიმში უკვე იყიდება
საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩის ბილეთები ონლაინ რეჟიმში უკვე იყიდება

D1 ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრა უეფას „ერთა ლიგის“ ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანდორის წინააღმდეგ 13 სექტემბერს უნდა გამართოს. მატჩი დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა tkt.ge-ზე 11 სექტემბრიდან უკვე დაიწყო, სალაროებში შეძენა კი 6 ოქტომბრიდან გახდება შესაძლებელი.

ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. შეგახსენებთ, რომ საქართველო ჯგუფში 6 ქულით ლიდერობს, ანდორას კი 2 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი შეხვედრა ასტანაში მასპინძელ ყაზახეთს 2-0 მოუგო, ხოლო თბილისში ლატვია 1-0 დაამარცხა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ სადებიუტო შეხვედრა გასვლაზე ლატვიელებთან უგოლო ფრით დაასრულა, მეორე ტურის მატჩში კი ყაზახებთან 1-1 ითამაშა.

D1 ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამარჯვების შემთხვევაში ჯვაროსნების ჯგუფიდან გასვლის შანსები კიდევ უფრო გაიზრდება.