საქართველო 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია
უეფა-ს ორგანიზებით, 2019 წლიდან, 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, პირველი ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად შვიდი ქვეყანა იბრძოლებს.
საქართველო 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატია.
ამასთან, საქართველოსთან ერთად ცნობილია მასპინძლობის მსურველი კიდევ ექვსი ქვეყანა.
2019 წელს, 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველი ქვეყნები – საქართველო, ხორვატია, უნგრეთი, ლატვია, პორტუგალია, რუსეთი და უკრაინა. მასპინძელი ქვეყანა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დასახელდება.
19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 2018 წლის 1 ნოემბერს გაიმართება. ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 2019 წლის 21-26 იანვარს შედგება.
მეინ რაუნდი 26-31 მარტს ჩატარდება. ევროპის ჩემპიონობისთვის, 2019 წლის 8-14 სექტემბერს, რვა ნაკრები იბძოლებს.