საპრიზო თანხა რეიტინგის პირველ ნომრებს - თუშიშვილი მამაკაცებს შორის საუკეთესოა | ძიუდო
საპრიზო თანხა რეიტინგის პირველ ნომრებს - თუშიშვილი მამაკაცებს შორის საუკეთესოა | ძიუდო

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა განაცხადა, რომ ძიუდოს მმართველი ორგანო 2018 წლის რეიტინგის ლიდერებს საპრიზო თანხას გადასცემს.

საპრიზო თანხის მთლიანი მოცულობა 220,000 აშშ დოლარია, რომელიც რეიტინგის ლიდერ ქალებს და კაცებს შორის განაწილდება. საერთო რეიტინგის ლიდერები 50,000 $-ს მიიღებენ, ხოლო დანარჩენებს 10,000 $ ერგებათ.

მამაკაცებში საუკეთესო გურამ თუშიშვილი (8102 ქულა) გახლავთ, ხოლო ქალებში პირველი ადგილი კლარის აგბენიენომ (8256 ქულა) აიღო.

მამაკაცები – გურამ თუშიშვილი (საქართველო) – 50,000 $

ქალები – კლარის აგბენიენო (საფრანგეთი) – 50,000 $

სხვა დაჯილდოებულები – 

ქალები 

-48 კგ: დარია ბილოდიდი (უკრაინა) – 10,000 $

-52 კგ: ამადინ ბუჩარ ნოდრმეიერი (საფრანგეთი) – 10,000 $

-57 კგ: ცუკასა იოშიდა (იაპონია) – 10,000 $

-70 კგ: არაი ჩიზურუ (იაპონია) – 10,000 $

-78 კგ: გუუსიე სტენჰუისი (ჰოლანდია) – 10,000 $

+78 კგ: იდალის ორტიზი (კუბა) – 10,000 $

კაცები

-60 კგ: რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი) – 10,000 $

-66 კგ: ჰიფუმი აბე (იაპონია) – 10,000 $

-73 კგ: ან ჩანგრიმი (კორეა) – 10,000 $

-81 კგ: საიდ მოლალეი (ირანი) – 10,000 $

-90 კგ: ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) – 10,000 $

-100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) – 10,000 $

2019 წლის სეზონი გასულ კვირას თელ ავივის გრან პრითი გაიხსნა და მომავალ კვირას პარიზის გრანდ სლემით გაგრძელდება.