საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით აშშ-ის გამოცდილებას ეცნობიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით აშშ-ის გამოცდილებას ეცნობიან

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ბორჯომში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა იმართება თემაზე: „პარლამენტის მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში: ამერიკული გამოცდილება“.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოცდილება გაუზიარეს. ნაჩვენები იყო, თუ როგორ მიმდინარეობს კომიტეტებზე შერჩევის პროცესი, ასევე, ვინ არიან ჩართული ამ საკითხებში. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია, ყველაფერი გამჭვირვალედ ჩატარდეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყველა დაინტერესებული პირის პროცესებში ჩართვა მოხდეს და რაც მთავარია, შერჩევის ეტაპები ორგანიზებულად განხორციელდეს.

როგორც ცნობილია, სწორედ ამერიკული მოდელის მიხედვით მოხდება მოსამართლეობის მსურველთა შერჩევა. შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება.