სანტოსმა „დილასთან” გაახანგძლივა – გორელებმა პირველი სპარინგი დაგეგმეს

00:35, 19.01.2019

ახალი სეზონისთვის გორის „დილა“ 8 იანვრიდან ემზადება – გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დეკანოსიძემ „დილას“ პირველი საკონტროლო მატჩიც დაგეგმა.

გორელები 19 იანვარს, თბილისში, მუხიანის სარაგბო კომპლექსში, ეროვნული ლიგა 3-ის „საბურთალო 2“-თან ითამაშებს. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. ახალი სეზონისთვის მზადების პროცეში დაგეგმილია შეკრება თურქეთშიც, სადაც გუნდი 8 თებერვალს გაემგზავრება.

პარალელურად, გუნდი დაკომპლექტებას აგრძელებს. ცნობილი გახდა, რომ გორელებთან კონტრაქტი ერიკს სანტოსმა გაახანგძლივა. 22 წლის ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა „დილასთან“ ახალი 2- წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და კლუბში 2020 წლის ბოლომდე დარჩება. ერიკს სანტოსი გუნდს გასული სეზონის წინ შეურთდა და ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა. იგი სეზონის განმავლობაში, რამდენჯერმე მოხვდა სხვადასხვა გამოცემათა სიმბოლურ გუნდში.

მსგავსი