სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა - ნაკრებში „სამგურალის“ მეკარე მიიწვიეს და ტაბიძე დააბრუნეს #1TVSPORT
სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა - ნაკრებში „სამგურალის“ მეკარე მიიწვიეს და ტაბიძე დააბრუნეს #1TVSPORT

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ერთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის მზადებას დაიწყებს.

გუნდი 23 სექტემბერს, თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. გიბრალტარისა და საქართველოს მატჩი 26 სექტემბერს შედგება. მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელს შორის ერთი დებიუტანტი მიიწვია – საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს „სამგურალის“ მეკარე ლევან შოვნაძე. ასევე დააბრუნა ჯემალ ტაბიძე, რომელსაც ტრავმების შემდეგ „დინამო თბილისში“ სათამაშო პრაქტიკა აქვს.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან მატჩებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება 19 სექტემბერს, თბილისში დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი),  ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), ჯემალ ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სომხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი)

15 სექტემბერს, 15 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სასტუმრო „შერატონში“ პრესკონფერენციას გამართავს.

უეფას ერთა ლიგის მატჩების განრიგი

23 სექტემბერი – 20:00

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

26 სექტემბერი – 22:45

გიბრალტარი – საქართველო