დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე რუმინეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩი დაიწყება.
ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნაკრების სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.
საქართველოს ნაკრები: კუპატაძე, ჩაბრაძე, ხოჭოლავა, კვირკველია, აზაროვი, შენგელია, კვეკვესკირი, აბურჯანია, ოქრიაშვილი, დაუშვილი, მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდისთვის რუმინეთთან შეხვედრა წელს პირველი მატჩია.
რუმინეთი-საქართველოს პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო, FM 102,3.