სანიოლი საქართველოს ნაკრების ისტორიაში მეორე ყველაზე შედეგიანი მწვრთნელია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფი მეორედ მოიგო – ეს გუნდმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით შეძლო, რომელიც „ჯვაროსნებს“ 20 მატჩია ხელმძღვანელობს. ფრანგმა სპეციალისტმა ათი შეხვედრა მოიგო, სამი ფრედ დაასრულა და შვიდი კი წააგო, ბურთების სხვაობა – 27:23.
„ტრანსფერმარკტი“ აქვეყნებს PPG-ის, ქულების საშუალო რაოდენობას, რომელსაც მწვრთნელი აგროვებს ჯგუფში, სეზონში ან კარიერის განმავლობაში. PPG გამოითვლება ქულების ჯამის გაყოფით ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე.
ერთა ლიგის ჯგუფის მოგების შემდეგ, ვილი სანიოლის PPG 1,65 ქულა გახდა და ამ მაჩვენებლით მიუახლოვდა დავით ყიფიანს, რომელიც 1,86 ქულით დღემდე „ჯვაროსნების“ მწვრთნელებს შორის საუკეთესოა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა რეიტინგი
დავით ყიფიანი 1,86 ქულა
ვილი სანიოლი 1,65
ივო შუშაკი 1,50
ვლადიმერ გუცაევი 1.50
გიგა ნორაკიძე 1.50