სანდრო ტონალის „ინტერში“ გადასვლა სურს
სანდრო ტონალის „ინტერში“ გადასვლა სურს

„ბრეშიას“ შემადგენლობაში წარმატებული ასპარეზობის შედეგად, სანდრო ტონალისადმი ინტერესს არერთი კლუბი იჩენს, მაგრამ თავად ფეხბურთელი საკუთარ მომავალს „ინტერში“ ხედავს, – იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, „ინტერის“ წარმომადგენლები „ბრეშიას“ ხელმძღვანელობასთან მოლპარაკებებს უკვე აწარმოებენ და ტრანსფერის თანხას ათანხმებენ.

მიმდინარე სეზონში 20 წლის სანდრო ტონალიმ „ბრეშიას“ რიგებში 24 მატჩი ჩაატრა, გაიტანა ერთი ბურთი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანდრო ტონალის სანაცვლოდ „ბრეშია“ 50 მილიონ ევროს ითხოვს.