სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო გაეზარდა - „სან ანტონიო“ „მილუოკისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი სტუმრად, აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერთან, „მილუოკი ბაქსთან“ ჩაატარა და 119:132 დამარცხდა.
შეხვედრაში მონაწილეობას ვერ იღებდა „სან ანტონიოს“ ლიდერი, 2023 წლის NBA-ის დრაფტის პირველი ნომერი ვიქტორ ვემბანიამა.
ვემბანიამას არყოფნაში „სან ანტონიოს“ მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა რამდენიმე მოთამაშეს გადაუნაწილა დრო. 15:12 წუთი მიიღო სანდრო მამუკელაშვილმა. ეს იმაზე მეტი დროა, ვიდრე ის წინა შეხვედრებში იღებდა.
სანდრომ თამაშის განმავლობაში 3 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან ფარს 5-ჯერ შეუტია საიდანაც ერთხელ ზუსტი იყო.
რაც შეეხება შეხვედრას, ის სრულად „მილუოკის“ (მამუკელაშვილის ყოფილი გუნდი) უპირატესობით წარიმართა, მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 44:26 მოიგეს და შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.
ამ მომენტისთვის „სან ანტონიოს“ 4 გამარჯვება და 22 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი NBA-ს დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა.