სანდრო მამუკელაშვილმა „მინესოტასთან“ 16 ქულა ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ NBA-ის მიმდინარე სეზონში ბოლოსწინა მატჩი გამართა. ტეხასელებმა ქალაქ ოსტინში „მინესოტას“ უმასპინძლეს და 131:151 დამარცხდნენ.
სანდრომ 26 წუთი ითამაშა, 16 ქულა (9-დან 5 ორქულაინი, 4-დან 2 სამიანი), 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
მატჩის ბომბარდირი მინესოტელი ენტონი ედვარდსი გახდა, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო.
„სპურსს“ რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩი 9 აპრილს (23:30 თბილისის დროით) ელის. მისი მეტოქე „დალასი“ იქნება. სანანტონიოელებს 21 მოგება აქვთ და ამ სეზონში პლეი ოფი მათ გარეშე ჩაივლის.