„ენ სი ეი ეი“ (NCAA) ლიგაში მოასპარეზე სანდრო მამუკელაშვილმა „აიოვა სტეიტთან“ გამართულ მატჩში მარჯვენა ხელის მაჯის ძვალი მოიტეხა და საკუთარ გუნდს საკმაოდ დიდი ხნით გამოაკლდა.
ექიმების თქმით ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი მოედანს დაახლოებით 6-8 კვირაში დაუბრუნდება. ასე რომ, საუკეთესო შემთხვევაში მამუკელაშვილი ვარჯიშს „სეტონ ჰოლში“ თებერვალიდან განაახლებს.