სანდრო მამუკელაშვილმა „მარკეტთან“ 17 ქულა ჩააგდო და „სეტონ ჰოლს“ მეორე მატჩიც მოაგებინა (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილის ლიდერობით „სეტონ ჰოლმა“ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. Big East-ის კონფერენციის მეორე ტურის შეხვედრაში „სეტონ ჰოლი“ სტუმრად „მარკეტს“ შეხვდა და 70:63 იმარჯვა. შესაბამისად, 2-დან 2 მოგებით მამუკელაშვილის გუნდი ცნობილ „ვილანოვასთან“ ერთად NCAA-ის ერთ-ერთ უმძლავრეს კონფერენციას ლიდერობს.

ქართველი ფორვარდი, რომელმაც წინა შეხვედრაში 32 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მამუკელაშვილს ამჯერად პირადი რეკორდისთვის არ შეუტევია, თუმცა მწირექულიან მატჩში მოპოვებული 17 ქულით ბომბარდირი გახდა. სანდრომ 39 წუთი ითამაშა და 12-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

სანდრომ ამჯერად პირადი რეკორდი მაინც დაამყარა. ქართველმა ფორვარდმა 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ჯამში მისი მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 17 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა. მის კვალზე „სეტონ ჰოლში“ 16 ქულით ჯარედ როდენი გამოირჩა, 11-11 ქულა კი მაილს ქეილმა და შავარ რეინოლდსმა მიითვალეს.

მამუკელაშვილისსეტონ ჰოლი“ Big East-ის კონფერენციის მორიგ მატჩს 21 დეკემბერს, შინ „პროვიდენსთანგამართვს.

gbf.ge