სანდრო მამუკელაშვილმა ლუკა დონჩიჩის „დალასთან“ 14 ქულა ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ თანაშტატელ „დალასს“ ესტუმრა და 93:110 დამარცხდა. გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც დალასელებმა 38:18 მოიგეს.

სანდრო თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17 წუთი ითამაშა. მისი სტატისტიკა საკმარისად „მსუყე“ გამოდგა: 14 ქულა (6/2 სამქულიანი, 1/1 ორქულიანი, 6/6 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება.

არ უთამაშია ვიქტორ ვემბანიამას, „დალასში“ კი 16 ქულა და 6-6 მოხსნა-პასი ჰქონდა სლოვენიელ ლუკა დონჩიჩს. 22 ქულით მატჩის ბომბარდირი კაირი ირვინგი გახდა.

„სან ანტონიოს“ 14 მატჩიდან 6 აქვს მოგებული და დასავლეთ კონფერენციაში მეთორმეტე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 20 ნოემბერს ოკლაჰომასთან გამართავს.