სანდრო მამუკელაშვილმა ბოსტონთან 13 ქულა ჩააგდო, გოგა ბითაძის „ორლანდომ“ ზედიზედ მესამედ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილმა ბოსტონთან 13 ქულა ჩააგდო, გოგა ბითაძის „ორლანდომ“ ზედიზედ მესამედ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა. მისი „სან ანტონიო“ „ბოსტონ სელტიკსს“ ესტუმრა და 93:137 დამარცხდა.

სანდრო მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 22 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 3-დან 2 საჯარიმო – ასეთი იყო მისი სროლის სიზუსტე.

„ბოსტონის“ გამარჯვება კი უმთავრესად ჯეილენ ბრაუნის კარგმა თამაშმა განაპირობა, რომელმაც 41 ქულა ჩააგდო.

„სან ანტონიოს“ 19 მოგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში ბოლოსწინა მე-14 ადგილზეა.

საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად იბრძვის გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“. ფლორიდელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს. ამჯერად შინ, „ბრუკლინ ნეთსი“ დაამარცხეს – 119:106.

ბითაძე სათადარიგო იყო, 6 წუთი ითამაშა და 2 ქულა ჩააგდო.

„ორლანდოს“ 33 მოგება აქვს და სამი გამარჯვებით ჩამორჩება საპლეიოფო ზონაში მყოფ, მეათეადგილოსან „ჩიკაგო ბულსს“.