სანდრო მამუკელაშვილმა 17 ქულა ჩააგდო - „სან ანტონიო“ „იუტასთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ საკუთარ მოედანზე „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ 117-128 დამარცხდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე პირველი მეოთხედის მეექვსე წუთზე გამოჩნდა.
საერთო ჯამში, მამუკელაშვილმა 28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 17 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ხოლო ბურთი სამჯერ დაკარგა. სანდრომ 14 ნასროლიდან 7 ბურთის ჩაგდება მოახერხა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „იუტას“ კალათბურთელი ჰალენ ჰორტონ-ტაკერი იყო, რომელმაც 41 ქულას მოუყარა თავი. „სან ანტონიოს“ მხირიდან საუკეთესო მაჩვენებელი მალაკი ბრანამიმ დააფიქსირა – 21 ქულა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ გრეგ პოპოვიჩის გუნდი NBA-ს პლეი ოფში ვეღარ გავა. ამ მომენტისთვის ტეხასელებს 19 გამარჯვება და 57 მარცხი აქვთ, დასავლეთ კონფერენციაში კი მე-14 ადგილს იკავებენ.
მომდევნო მატჩს „სან ანტონიო“ სტუმრად „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.