სანდრო მამუკელაშვილმა 13 ქულა ჩააგდო - „სან ანტონიო“ „ფინიქსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ სტუმრად დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტს, „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა და 94-115 დამარცხდა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა მოედანზე 28:30 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა. სანდრომ 3 დან 3 ორქულიანი, 3 დან 1 სამქულიანი და 6 დან 4 საჯარიმო გამოიყენა.
,,სან ანტონიოდან“ საუკეთესო მოედანზე ბრანამი იყო 21 ქულით, ხოლო შეხვედრის ბომბარდირი ,,ფინიქსის“ ვარსკვლავი დევინ ბუკერი გახდა, რომელმაც 27 ქულის დაგროვება მოახერხა.
ამჟამად სანდრო მამუკელაშვილის ,,სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 20 მოგებითა და 59 წაგებით მე-14 ადგილზე იმყოფება, პოპოვიჩის გუნდს სეზონის დასრულებამდე კიდევ 3 მატჩი აქვს ჩასატარებელი.
NBA-ში საკუთარი შეხვედრა გამართა გოგა ბითაძის ,,ორლანდო მეჯიქმაც“ და საკუთარ მოედანზე ,,კლივლენდ კავალიერსთან“ 113-117 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მოედანზე კი ჯამში 16:09 წუთი გაატარა. ამ დროში გოგამ 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 დაფარება და 1 შედეგიანი პასი დააგროვა. ბითაძემ 8 დან 5 ორქულიანი გამოიყენა.
,,ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს და, ,,სან ანტონიოს“ მსგავსად, პლეიოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს.