სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ „ნებრასკასთან“ დამარცხდა [ვიდეო]

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ქართველი კალათბურთელის გუნდმა მეორე მატჩი გამართა და 57:80 წააგო.

მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ „ნებრსაკას“ წინააღმდეგ ითამაშა, სადაც ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო. 35 წუთში მამუკელაშვილმა ოთხი ორქულიანი ჩააგო, 12 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა შეასრულა.

„სეტონ ჰოლის“ შემადგენლობაში საუკეთესო 24 ქულით მაილს პაუელი იყო. მამუკელაშვილის გუნდს ამერიკის სუდენტურ ლიგაში ერთი მოგება და ერთი მარცხი აქვს. „სეტონ გოლი“ შემდეგ შეხვედრას 18 ნოემბერს, „სენტ ლუისის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.