სანდრო მამუკელაშვილის სარეკორდო მატჩი ამერიკაში - 30 ქულა, 21 მოხსნა [ვიდეო] #1TVSPORT​

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის განვითარების ლიგის კლუბ „ვისკონსინ ჰერდში“ გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი საკუთრ მოედანზე „რეპტორზს“ შეხვდა და 115:130 წააგო, თუმცა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ამ მატჩში მამუკელაშვილის შედეგიანი ასპარეზობაა.

სანდრო ამჯერადაც სასტარტოში იყო, 34 წუთი ითამაშა და ეფექტური მონაგარი ჰქონდა: ქართველი კალათბურთელი ორმაგი დუბლით გამოირჩა – 30 ქულა, 21 მოხსნა. ამას გარდა მამუმ 2 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარებაც მიითვალა.

მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩსაც შინ „რეპტორზის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 26 მარტს თბილისის დროით გამთენიისას ჩატარდება.