სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ „ფილადელფიასთან“ ოვერტაიმში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
„სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი სანდრო მამუკელაშვილს კვლავ ბოლომდე ენდო და ქართველმა ფორვარდმაც გაუმართლა. ტეხასელებმა „ფილადელფიასთან“ შინ, თავიდან ბოლომდე თანაბარ მატჩში ოვერტაიმი ითამაშეს. დამატებით დროში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ – 133:126.
ფილადელფიელთა გამარჯვება ტაირის მაქსიმ განაპირობა, რომელმაც 52 ქულა ჩააგდო. ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა სანანტონიოელ ვიქტორ ვემბანიამას – 33 ქულა, 18 მოხსნა. სანდრო მამუკელაშვილის მონაგარი ასეთი იყო:
24 წუთი, 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი. სანდროს პლუს-მინუს გრაფაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა +17. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი მოედანზე ყოფნისას გუნდი 17 ქულით დაწნაურდა. მის ყველა თანაგუნდელს ამ გრაფაში უარყოფითი რიცხვი ეწერა.
„სან ანტონიო“ მომდევნო მატჩს მემფისში 10 აპრილს გამართავს.