სანდრო მამუკელაშვილის და გიორგი ბეჟანიშვილის წარმატებული მატჩები სეზონის სტარტზე (ვიდეო)
სანდრო მამუკელაშვილის და გიორგი ბეჟანიშვილის წარმატებული მატჩები სეზონის სტარტზე (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატებში სტუდენტურმა საკალათბურთო ლიგამ აიღო სტარტი და „ენ-სი-ეი-ეი“-ში (NCAA) ახალ სეზონზე პირველი მატჩები გამართეს სანდრო მამუკელაშვილმა და გიორგი ბეჟანიშვილმა.

მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ სტუმრად „ვაგნერს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 71:105 სძლია. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 11 ქულა, 5 მოხსნა, 3 გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. სანდრომ 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, სამი სამქულიანი კი არაზუსტად შეასრულა.

მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 9 ნოემბერს, შინ „სთოუნი ბრუკთან“ ჩაატარებს. გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისმა“ სტუმრად „ნიკოლსის შტატის უნივერსისტეტს“ ოვერტაიმიან დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 78:70 მოუგო. მატჩის ძირითადი დრო 66:66 დასრულდა, ოვერტაიმში კი სტუმრება ანგარიშით 12:4 მოიგეს.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 34 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 2-დან ორივე სამქულიანი, 7-იდან 2 ორქულიანი და 3-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო.