სანდრო მამუკელაშვილის 23 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი „ვილანოვასთან“ წაგებულ მატჩში (ვიდეო)
სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ NCAA ლიგის მორიგ მატჩში ერთ-ერთ ფავორიტ „ვილანოვას“ სტუმრად დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 74:76 წააგო. ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მამუკელაშვილმა მოედანზე 35 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 23 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრო საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო. მან 8-დან 5 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. სანდრო მამუკელაშვილის გუნდის მომდევნო მეტოქე „ბატლერ ბულდოგსი“ იქნება. თამაში 23 იანვარს ჩატარდება.