სანდრო მამუკელაშვილის 11 ქულა „ბატლერთან“ წაგებულ მატჩში
სანდრო მამუკელაშვილის 11 ქულა „ბატლერთან“ წაგებულ მატჩში

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ ამერიკის სტუდენტურ ლიგაზე მორიგი მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის გუნდი „ბატლერს“ დაუპირისპირდა და კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის მიუხედავად შეხვედრა ანგარიშით 52:61 დათმო.

მამუკელაშვილმა მოედანზე გატარებულ არასრულ 36 წუთში 11 ქულა, სამი მოხსნა და ერთი პასი დააგროვა. სანდრომ ოთხიდან ერთი ორქულიანი და ცხრიდან სამი სამქულიანი ჩააგდო, ორი საჯარიმო კი ააცილა.

„სეტონ ჰოლისთვის“ „ბატლერთან“ მარცხი ლიგაში ზედიზედ მეორე იყო. „პირატები“ „ბიგ ისთის“ (Big East) კონფერენციაში 10 მოგებით და შვიდი მარცხით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან, მთლიანობაში კი სეზონში მოგება წაგების ბალანსი დადებითი აქვთ – 13-10. სანდროს გუნდი მომდევნო შეხვედრას სამ მარტს, საკუთარ მოედანზე, „კონექტიკუტთან” ჩაატარებს.