სანდრო მამუკელაშვილი აბუ დაბიშია - „მილუოკი“ ახლო აღმოსავლეთში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის კლუბ მილუოკი „ბაქსთან“ ერთად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩაფრინდა.
ქალაქ აბუ დაბიში დაგეგმილია საგამოფენო მატჩი „მილუოკისა“ და „ატლანტას“ შორის. სხვა კალათბურთელებთან ერთად კმაყოფილია სანდრო მამუკელაშვილიც:
„ქვეყნებში მოგზაურობა ძალიან მიყვარს. მიხარია, რომ „ბაქსი“ აბუ დაბიში ჩამოვიდა. საქართველოდან ჩამოფრინდებიან ჩემი ოჯახის წევრები და „ატლანტასთან“ მატჩს დაესწრებიან. მათთან ერთად კი ქალაქს დავათვალიერებ“.
„მილუოკი“-„ატლანტას“ პირველი შეხვედრა 6 ოქტომბერს დილას გაიმართება, მეორე – 8 ოქტომბერს.