სანდრო კობახიძე - გადასარევი რუსი გუნდელები მყავდა, რომლებიც 2008 წელს საქართველოსადმი პუტინის პოლიტიკას არ იზიარებდნენ #1TVSPORT
სანდრო კობახიძე - გადასარევი რუსი გუნდელები მყავდა, რომლებიც 2008 წელს საქართველოსადმი პუტინის პოლიტიკას არ იზიარებდნენ #1TVSPORT

„უკრაინაში ჩასული ბევრი რუსი ფეხბურთელი არათუ არ იზიარებდა პუტინის პოლიტიკას საქართველოსა და უკრაინის მიმართ, არამედ მისი კატეგორიული წინააღმდეგი იყო“, – ამის შესახებ სანდრო კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელის ასისტენტმა (რომელიც წლები თამაშობდა უკრაინაში) უკრაინაში განვითარებული მოვლენების და არსებულ ვითარების შესახებ საუბრისას თავის ყოფილ გუნდში მომხდარი საინტერესო ამბავი გაიხსენა:

„სხვათა შორის, ეს მინდა აღვნიშნო. 2008 წელს ჩემს გუნდში ერთ დროს ოთხი საკმაოდ ცნობილი რუსი მოთამაშე იყო, რომლებიც მოვიდნენ და რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მითხრეს, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ (საქართველოსადმი) ჩვენი ქვეყნის პოლიტიკასო. ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა – გადასარევი ბიჭები იყვნენ“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ სანდრო კობახიძემ.

მან 2014 წელს უკრაინაში განვითარებული ამბებიც გაიხსენა:

„მაშინ უკრაინაში ვიყავი და გუნდში რუსი მოთამაშეები გვყავდა და ისინიც ამბოდნენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას არ იზიარებდნენ. აი, ასეთი რამაც ხდებოდა. ამის გამო უკრაინელ და რუს მოთამაშეებს შორის კონფლიქტი არ მახსენდება“.