ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში ხუთი საფეხურით დაწინაურდა. ახლა ის, ფრანგ ბოლად აპიტისთან, მერვე ადგილს იყოფს. ბაზაძისთვის ეს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე მისი ყველაზე მაღალი შედეგი მეცხრე პოზიცია იყო. მოფარიკავის წინსვლა რეიტინგში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას უკავშირდება. ასპარეზობა მან მე-12 ადგილზე დაასრულა. მსგავსი რეზულტატი ბაზაძეს 2017 წელსაც ჰქონდა, თუმცა რეიტინგში ასე წინ არ წასულა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა წევრებს, მიხეილ მარდალეიშვილი 47-ე ადგილზე დარჩა, ბექა ბაზაძემ მცირედით უკან დაიხია და 73-ეა, ნიკა შენგელია კი 112-ეა.