ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ მადრიდში გამართული მსოფლიო თასის გათამაშების შემდეგ ინდივიდუალური რეიტინგი განაახლა.
საქართველოს საუკეთესო მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის მესამე პოზიციაზე დაბრუნდა და მხოლოდ ორ სამხრეთ კორეელს ჩამორჩა. სანდრომ უკან ჩამოიტოვა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ ზილაგი.