სანდრო ბაზაძის შედეგი მსოფლიო თასზე
სანდრო ბაზაძის შედეგი მსოფლიო თასზე

ალჟირში მიმდინარე მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძემ T32-ში რეიტინგის 42-ე ნომერ, იაპონელ კენტა ტოკუნანს შეხვდა და ურთულეს ბრძოლაში 15-14 დაამარცხა.

ამ ორთაბრძოლამდე 31 წლის იაპონელმა ასპარეზობას FIE-ს რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ გამოთიშა.

T16-ში ბაზაძის მეტოქე 21 წლის ტუნისელი, მსოფლიო რეიტინგის 17-ე ნომერი, ფარეს ფერჯანი იყო. ეს შეხვედრა ქართველმა მოფარიკავემ გაცილებით იოლად 15-10 მოიგო.

საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად ბაზაძე რეიტინგში 11-ე პოზიციაზე მყოფ იტალიელ ენრიკო ბერრეს დაუპირისპირდა. დაძაბული ორთაბრძოლა იტალიელის გამარჯვებით 15-11 დასრულდა.

მსოფლიო თასზე ქართველ მოფარიკავეებს შორის სანდრო ბაზაძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა. ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და ვაჟა რეჭია ასპარეზობას გაცილებით ადრე გამოეთიშნენ. 161 მონაწილედან სანდრო ბაზაძე 8 საუკეთესოს შორის მოხვდა.