ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ 1/2 ფინალში ფრანგი ელიოტ ბიბი იოლად 15-4 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ფინალში სანდრო ბაზაძის მეტოქე იტალიელი ლუკა კურატოლი იქნება.
საქართველოს საუკეთესო მოფარიკავეს ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ სამი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული და მას კარიერაში პირველად ეძლევა შანსი ევროპის ჩემპიონობა იზეიმოს.