სანდრო ალთუნაშვილმა „ვოლფსბერგერში“ მესამე ტესტ-მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
სანდრო ალთუნაშვილმა „ვოლფსბერგერში“ მესამე ტესტ-მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი, რომელიც ივნისში „ვოლფსბერგერში“ ჩაირიცხა, ახალი სეზონისთვის ემზადება. სანდრომ გუნდთან ერთად მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სლოვაკურ „ჟილინასთან“, შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ავსტრიელებმა თამაში კარგად დაიწყეს, ბურთს აკონტროლებდნენ და ვერაჩნიგისა (40) და ბალოს (50 წთ) გოლებით 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში გუნდის მწვრთნელმა ბევრი მოთამაშე შეცვალა და სლოვაკებმა ანგარიში გაათანაბრეს.

ალთუნაშვილი „ვოლფსბერგერის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა. ის ასევე მონაწილეობას იღებდა ავსტრიის მეორე ლიგის „ლეობენთან“ სპარინგში, რომელშიც ქართველის გუნდი 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შეცვლაზე (75-ე წუთიდან) მხოლოდ პირველ შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც „ვოლფსბერგმა“ დაბალი ლიგის „ველდენთან“ 3:0 მოიგო.

„ვოლფსბერგერი“ საწვრთნელ შეკრებაზე შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 11 ივლისს გამართავს. ავსტრიელები უნგრეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსანს, „დებრეცენს“ შეხვდებიან.