სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

სანდრო ალთუნაშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მეორე თამაში ჩაატარა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საქართველოს ნაკრებისა და „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელი თერთმეტ რჩეულ მოთამაშეს შორის პორტალმა Sofascore-მა დაასახელა.

ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ საკუთარ სტადიონზე ლუშტენაუს „აუსტრია“ მიიღო და ფრეს დასჯერდა – 1:1. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება – 7.8 ქულა დაუწერა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში „ვოლფსბერგერი“ მეოთხე ტურის შეხვედრას დღეს გამართავს, გუნდი ვენაში „აუსტრიას“ ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.